ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ გუშინ და დღეს აკეთებს აბსოლუტურად არაადექვატურ განცხადებებს, ისინი აჭრილები არიან და მათი ეს პოზიცია გასაგებია

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ გუშინ და დღეს აკეთებს აბსოლუტურად არაადექვატურ განცხადებებს, ისინი აჭრილები არიან და მათი ეს პოზიცია გასაგებია

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ გუშინ და დღეს აკეთებს აბსოლუტურად არაადექვატურ განცხადებებს, ისინი აჭრილები არიან და მათი ეს პოზიცია გასაგებია.

ისინი არიან მძიმე მდგომარეობაში, აგებენ არჩევნებს, ვერ აწყობენ რევოლუციას და არ იციან რა გააკეთონ. ბოკერიას და სხვების განცხადებები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორი შედეგებით დასრულდება ეს არჩევნები, გამომდინარე იქიდან, რომ ვატარებთ ჩვენს კვლევებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ანალიზი, და ეს ანალიზი მეტყველებს ზუსტად იმაზე, რომ ჩვენ არა მარტო გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში, არამედ მოვიპოვებთ დამაჯერებელ გამარჯვებას. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ისინი ძალიან სუსტად იქნებიან მაქსიმუმ წარმოდგენილი მომავალ პარლამენტში. სწორედ ამის გამო წუხან ისინი. მათ არ აქვთ არანაირი რესურსი, რომ რაიმე სოლიდური ფორმით იყვნენ წარმოდგენილები ახალ პარლამენტში, ისინი 2016 წლის 8 ოქტომბრის შემდეგ აღარ იქნებიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში. ეს იქნება ქართული დემოკრატიის გამარჯვება.