ირაკლი კობახიძე - დიპლომატიურ კორპუსს ინფორმაცია მივაწოდეთ იმ დესტაბილიზაციის გეგმაზე, რომელიც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“

ირაკლი კობახიძე - დიპლომატიურ კორპუსს ინფორმაცია მივაწოდეთ იმ დესტაბილიზაციის გეგმაზე, რომელიც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“

"ქართული ოცნების" წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე ისაუბრეს მიმდინარე პროცესებზე.

"მათ შორის მივაწოდეთ ინფორმაცია დესტაბილიზაციის გეგმაზე, რომელიც აქვს "ნაციონალურ მოძრაობას". იყო კონსტრუქციული საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანია დიპლომატიური კორპუსის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ყოველგვარი ექსცესი, ყოველგვარი დესტაბილიზაცია და არჩევნები ჩავატაროთ მაქსიმალურად მშვიდ და სამართლიან გარემოში", - განაცხადა კობახიძემ.