მარტინ შულცი - ევროკავშირი ღრმა კრიზისშია

მარტინ შულცი - ევროკავშირი ღრმა კრიზისშია

ევროკავშირი ღრმა კრიზისშია, რადგან წევრ სახელმწიფოებს შორის ერთობა არ არის, - ამის შესახებ ევროპარლამენტის თავმჯდომარემ მარტინ შულცმა ტელეკომპანია France 24-ს განუცხადა. 
მისი თქმით, ბრატისლავაში გამართული ევროკავშირის არაფორმალური სამიტი „წინგადადგმულ ნაბიად“ ვერ ჩაითვლება.

თავის მხრივ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა France 24-ს განუცხადა, რომ ევროკავშირის „ეგზისტენციულურ“ კრიზისშია. მისი თქმით, ევროკავშირის სიძლიერე დამოკიდებულია მხარდაჭერაზე წევრი სახელმწიფოებისგან.

ერთობლივ ინტერვიუში შულცმა და იუნკერმა ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები გააკრიტიკეს მიგრანტების გადანაწილების საკითხში მათი პოზიცის გამო. მათ თქმით, აღნიშნულ ქვეყნებს სოლიდარობის პრინციპი მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა ფინანსური დახმარება სჭირდებათ ან რუსეთის მხრიდან საფრთხეს გრძნობენ.