არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს საკუთარი კანდიდატურის ოფიციალურად მოხსნის შესაძლებლობა დღეს, 18.00 საათზე ეწურებათ

არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს საკუთარი კანდიდატურის ოფიციალურად მოხსნის შესაძლებლობა დღეს, 18.00 საათზე ეწურებათ

არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს საკუთარი კანდიდატურის ოფიციალურად მოხსნის შესაძლებლობა დღეს, 18.00 საათზე ეწურებათ. 
როგორც ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამის შემდეგ ცესკო დაამტკიცებს ბიულეტენის ტექსტს, ასევე საარჩევნო ადმინისტრაცია დაამტკიცებს იმ დამკვირვებლებსა და მეთვალყურეებს, რომლებიც სტამბებში ბიულეტენების ბეჭდვის პროცესს დააკვირდებიან.

„27 სექტემბერს, საღამოს 6 საათზე გადის ბოლო ვადა, როდესაც კანდიდატებს შეუძლიათ ოფიციალურად მოხსნან საკუთარი კანდიდატურა მაჟორიტარობიდან ან პარტიული სიიდან. ამის შემდეგ ჩვენ დავამტკიცებთ ბიულეტენის ტექსტებს ან საბოლოო კანდიდატების შემადგენლობას და, შესაბამისად, შესაძლებლობა იქნება დავიწყოთ ბიულეტენების ბეჭდვა. ჩვენ ასევე დავამტკიცებთ იმ დამკვირვებლებს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მეთვალყურე წევრებს, რომლებიც სტამბებში ამ პროცესს დააკვირდებიან“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.