ირაკლი ალასანიას განცხადებით, "საჯარო მოხელეების მიერ ჯერ დადებული და შემდეგ აღებული ბომბები ვერავის შეაშინებს".
ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ ზუგდიდის კულტურის სახლში გამოსვლისას განაცხადა, სადაც მან სიტყვის დასაწყისში იქ შეკრებილ საზოგადოებას მეგრულად მიმართა. ასევე მან ბიძინა ივანიშვილისგან მისალმება გადასცა.
"დღეს ყველანი ერთად ვართ და ზოგიერთი საჯარო მოხელის მიერ ჯერ დადებულმა და მერე აღებულმა ნაღმა არ შეგაშინათ. ეს ნიშნავს, რომ აისბერგი მართლაც დაიძრა. ის, რასაც ჩვენ ყველანი ბოლო წლების განმავლობაში ვაკეთებდით, ახლა იღებს შედეგს, ოდესღაც ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა და მან შესაძლებელი გახადა გამარჯვება. დღეს ვხედავ, რომ რაღაც ზუგდიდში ძირფესვიანად იცვლება. დღეიდან სამეგრელოში ერთპიროვნული კლანური მმართველობა დასრულდა და თავისუფლება დაიწყო," - განაცხადა ალასანიამ.