„პაატა ბურჭულაძე - თუ მერაბ მეტრეველი დაბრუნდება, ჩემთვის იქნება დიდი პატივი

„პაატა ბურჭულაძე - თუ მერაბ მეტრეველი დაბრუნდება, ჩემთვის იქნება დიდი პატივი

მე მერაბს დავურეკე და ვუთხარი, რომ ჩემი კარები მისთვის ყოველთვის ღიაა, - ამის შესახებ „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
მისივე თქმით, მერაბ მეტრეველი იყო ერთადერთი პიროვნება, რომელმაც პარტია „გირჩის გამო დატოვა. „მერაბი არის პატიოსანი და ვაჟკაცი ადამიანი. მე მერაბს დავურეკე და ვუთხარი, რომ ჩემი კარები მისთვის ყოველთვის ღიაა. თუ ის დაბრუნდება, ჩემთვის იქნება დიდი პატივი“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
„ინტერპრესნიუსი“ მერაბ მეტრეველს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიაში დაბრუნებაზე არ ფიქრობს. „დიდი მადლობა შემოთავაზებისთვის, მაგრამ დაბრუნებაზე არ ვფიქრობ, რადგან ამ ეტაპზე პოლიტიკაზე გული ავიცრუე“, - განმარტა მერაბ მეტრეველმა.