პაატა ბურჭულაძემ მითხრა, რომ თუ „გირჩი“ ვერ შეძლებდა გარკვეული ფინანსების მოტანას, „გირჩის“ წევრებს ამოიღებდნენ სიიდან

პაატა ბურჭულაძემ მითხრა, რომ თუ „გირჩი“ ვერ შეძლებდა გარკვეული ფინანსების მოტანას, „გირჩის“ წევრებს ამოიღებდნენ სიიდან

პაატა ბურჭულაძის  ბლოკში გაწევრიანების დღიდან ჩვენ დაგვხვდა უამრავი პრობლემა. ამ ბლოკში არიან ადამიანები, ვისაც დღემდე ფინანსური ვალდებულებები ჰქონდათ,  ჩვენი მთავარი პლუსი  იყო არა ფინანაური,  არამედ ინტელექტუალური რესურსი,- ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, კიდევ ერთი პრობლემა გაჩნდა პარტიული სიის შედგენისას.

„როდესაც იაგო ხვიჩიას სიაში შეყვანეს, რადგან პააატა ბურჭულაძეს დაუდეს იაგო ხვიჩიას  ფეისბუქტატუსები, თუმცა მაშინ მოხერხდა პრობლემის მოგვარებას. დღეს კიდევ მოხდა ერთი ფაქტი, რის შემდეგაც საბოლოოდ გადაწყდა „გირჩის“ წამოსვლა მოძრაობიდან. დღეს შეხვედრაზე დამიბარა პაატა ბურჭულაძემ, სადაც დამხვდა ოცდაათამდე ადამიანი. ბურჭულაძემ მითხრა,  რომ ჩემს გარდა, „გირჩის“ ყველა წევრი უნდა ამოეღო სიიდან. ჩემთვის ეს იყო მოულონელობა. ვაკეში ვაპირებდი კენჭისყრას და მთელი დღე დაკავებული ვიყავი საარჩევნო კამპანიის საქმეებით. მერე შევეცადე გამერკვია, რა მოხდა და აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი უბრალოდ მაშანტაჟებდა”,- აცხადებს ჯაფარიძე.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა,  ბურჭულაძემ უთხრა, რომ თუ „გირჩი“ ვერ შეძლებდა გარკვეული ფინანსების მოტანას, ამ შემთხვევაში „გირჩის“ წევრები იქნებოდნენ ამოღებული საარჩევნო სიიდან.

„მე განვაცხადე უარი,  რომ დავრჩენილიყავი სიაში. საქმე გვაქვს აშკარა შანტაჟთან, რადგან არ მგონია,  რომ ეს ფული ყოფილიყო ფულისთვის. მე მგონია,  რომ მას ეს ფული სჭირდებოდა პირადი ინტერესებისთვის. ათობით ათასმა კოორდინატორმა, რომლებიც ჰყავს ამ ბლოკს და, რომლებიც ელოდებიან დაფინანსებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ამ ადამიანს ამ ბლოკიდან დღემდე თვეში შემოსავალი აქვს 60 000 ლაარი თუ მეტი არა. მგონია,  რომ ეს თანხა მას პურადი გამოყენებისთვის სჭირდებიდა“,-განცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.