ახალგზრდების ჯგუფსა და აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კაფე-ბარების მეპატრონეებს შორის ინციდენტი მოხდა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ამ ამბის შემდეგ მათი 10-მდე აქტივისტია დაკავებული..
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის განცხადებით, ისინი სოხუმის დაცემისადმი მიძღვნილ აქციას მართავდნენ და გმირთა მოედნიდან მარჯანიშვილის მოედნისკენ მსვლელობით მოემართებოდნენ, როდესაც, მოულოდნელად საპატრულო ეკიპაჟების მიერ მათი აქციის მონაწილეების დაკავება მოხდა.
ასევე, ერთ-ერთი ბარის მფლობელის თქმით, დაზიანებულია მისი რესტორანი და რესტორნის ბანერი. სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა აქციის მონაწილესა და ბარის მფლობელს შორის.
შს სამინისტროში რამდენიმე პირის დაკავებას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ამასთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელებენ.