ნინო წილოსანი ლანჩხუთისა და სამი სოფლის - ჩიბათის, მამათისა და აკეთის მოსახლეობას შეხვდა

ნინო წილოსანი ლანჩხუთისა და სამი სოფლის - ჩიბათის, მამათისა და აკეთის მოსახლეობას შეხვდა

„ძალიან მიხარია, ასე ერთად და ამდენი რომ ვართ, ამიტომაც ორმაგად ბედნიერი ვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თქვენს მაჟორიტარ კანდიდატად დამასახელა. თავდაუზოგავად ვიმუშავებ, რათა ჩვენი რეგიონი უფრო ძლიერი გახდეს და მაქსიმალურად მივიღოთ ის დოვლათი, რაც 4 წელიწადში ქვეყანაში შეიქმნება. მე არ მჭირდება არაფერი, გარდა იმისა, თქვენს სამსახურში ჩავდგე და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი გურიის საკეთილდღეოდ. მე, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი, შევძლებ, სამინისტროდან სამინისტროში  შევაღო კარი და მივიტანო ის, რაც გვტკივა,“ - მიმართა ნინო წილოსანმა მოსახლეობას.

ნინო წილოსანმა შეკრებილებს პირობა მისცა, რომ ლანჩხუთში ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი დაიდგმება.

შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატს თან ახლდნენ: პარლამენტარი ბიძინა გუჯაბიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი ქეთი დუმბაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.