ცნობილი მწერლის ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი ქეთი დუმბაძე ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატ ნინო წილოსანს უჭერს მხარს.
„მახსოვს, 2012 წელს ხალხი შიშით შეხვედრებზე ვერ გამოდიოდა და ორმაგად მიხარია, რომ დღეს ამდენი ადამიანი მოხვედით. მინდა, გითხრათ, რომ მე არ დავდივარ „ვიღაცების“ მხარდასაჭერად, მე კარგად ვიცი, ვის მხარდასაჭერად ვარ მოსული. ოთხი წლის წინ სცენაზე ავედი და გურულებს მადლობა გადაგიხადეთ ჩემი ობოლი მამის გაზრდისთვის. მაშინ დაგპირდით, რომ ვალს დაგიბრუნებდით. მე ყოველთვის ვცდილობ, ჩემი პატარა საქმიანობით, რაც შემიძლია, გვერდში დავუდგე ჩემს გურულებს, მაგრამ ახლა ვალის უფრო კარგად დასაბრუნებლად მოვედი - მე ვიცნობ ნინოს, მის შემართებას და ამ ოთხი წლის განმავლობაში, მასთან ერთად, მეც თქვენ გვერდით ვიქნები. ვეცდები, ნინოსთან ერთად დაგიბრუნოთ ვალი, რომლის შესახებაც, სხვათა შორის, მამაჩემი მეუბნებოდა, რომ ვერ გადავიხდიდი,“ - აღნიშნა ქეთი დუმბაძემ ლანჩხუთის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.