უკრაინის ელჩი საქართველოში, გიორგი ნაზაროვი საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდა.
აქციის მონაწილეებმა ელჩი "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გატარებაში დაადანაშაულეს. არასამთვრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დიპლომატს მიმართეს შეკითხვით - არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი დამნაშავე.
ელჩის განცხადებით, მათ არ აქვთ საფუძვლიანი მტკიცებულება, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის დანაშაულს დაადასტურებს.
უკრაინის საელჩოსთან, დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციას არასამთავრობო ორგანიზაცია, "სახალხო კონტროლი", სოციალური ფორუმი, "ამერიკის ნამდვილი მეგობრები", GFA და მოქალაქეთა სხვადასხვა გაერთიანებები დაესწრნენ.
როგორც ცნობილია, დღეს, "იუთუბზე", მომხმარებელმა GeorgiaReality-მ გამოაქვეყნა საუბრის ჩანაწერი, რომლის აღწერაში ვკითხულობთ: სახელმწიფო გადატრიალების გეგმა სააკაშვილის ხელმძღვანელობით. საუბარში მონაწილეობენ მიხეილ სააკაშვილი. გიგი წერეთელი, აკაკი ბობოხიძე, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი და აკაკი მინაშვილი.
ამასთან დაკავშირებით, სუს-მა გამოძიება დაიწყო და პარტიის ლიდერები, ნუგზარ წიკლაური და აკაკი მინაშვილი დაკითხვაზე დაიბარა, თუმცა ისინი კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის მოტივით არ გამოცხადდნენ და განაცხადეს, რომ დაკითხვაზე, დროის შერჩევის პრინციპით მივლენ. ამასთან, პოლიტიკური გაერთიანების ცენტრალურ ოფისში სუს-ის წარმომადგენლების მისვლა მოითხოვეს.