უკრაინას მიხეილ სააკაშვილის გადმოცემას სთხოვენ

უკრაინას მიხეილ სააკაშვილის გადმოცემას სთხოვენ

უკრანის საელჩოსთან, ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადმოცემის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

საპროტესტო აქცია სოციალური ქსელის საშუალებით დაიგეგმა და მასში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

მოძრაობა "სახალხო კონტროლის" წარმომადგენლის, გიორგი ბერეჟიანის თქმით, "კრიმინალი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გუბერნატორი არ უნდა იყოს".

ბერეჟიანი აცხადებს, რომ სააკაშვილი აგიტაციას ეწევა, რის უფლებასაც კანონი არ აძლევს.

"ნაციონალური მოძრაობა" გეგმავს გადატრიალებას. ვითხოვთ უკრაინული მხარისგან, გადმოგვცენ სააკაშვილი. როგორ შეიძლება, 14 მუხლით წაყენებული ბრალდებული, უკრაინის გუბერნატორი იყოს?! ვგეგმავთ პეტიციის შეგროვებას, რომელსაც უკრაინულ მხარეს გადავცემთ", - განაცხადა ბერეჟიანმა.

აქციას არასამთავრობო ორგანიზაცია, "სახალხო კონტროლი", სოციალური ფორუმი, "ამერიკის ნამდვილი მეგობრები", GFA და მოქალაქეთა სხვადასხვა გაერთიანებები ესწრებიან.