"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, კახა კალაძე საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნების თემაზე საუბრობს.
მისი შეფასებით, "სააკაშვილის დაბრუნება სასაცილოლა".
"თუ მას სურვილი აქვს, შეუძლია, დაბრუნდეს და შესაბამისი სამსახური დაადებს ხელბორკილს და მისი ადგილი იქნება იქ, სადაც სხვა ნებისმიერი დამნაშავის", - განაცხადა კალაძემ "იმედის" ეთერში.