“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გედევან ფოფხაძე, აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გედევან ფოფხაძე, აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო. გედევან ფოფხაძემ ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. “27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. ვიმედოვნებ, რომ ქართველები და აფხაზები უახლოეს მომავალში შევძლებთ ერთად ცხოვრებას,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ. ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა.