სოციალურ ქსელში , უკრაინის საელჩოსთან მოქალაქეთა საპროტესტო აქცია დაიგეგმა. არასამთავრობო ორგანიზაცია “სახალხო კონტროლი,”, სოციალური ფორუმი “ამერიკის ნამდვილი მეგობრები”,-GFA და მოქალაქეთა სხვადასხვა გაერთიანებები ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის” სხვა ლიდერების საუბრის ფარულ ჩანაწერებს ეხმაურებიან და თვლიან, რომ უკრაინის ტერიტორია გადაიქცა ქართველი ხალხის წინააღმდეგ შეთქმულების ორგანიზების პლაცდარმად.
GFA (ამერიკის ნამდვილი მეგობრები):
S. O. S.!!!
უკრაინაში უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ, საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა იგეგმება!
ოდესის გუბერნატორ სააკაშვილის განცხადებით, ამ პროცესში ჩართულია უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკოც.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ვითხოვთ შემდეგს:
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბაროს უკრაინის ელჩი ახსნა–განმარტებისთვის.
2. ველოდებით სააკაშვილის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის უკრაინის მხრიდან ოფიციალურ დადასტურებას ან უარყოფას.
პატივს ვცემთ უკრაინელ ხალხს და გვერდით ვუდგევართ თავისუფლებისათვის ბრძოლაში, იგივეს ვგრძნობთ უკრაინელი ხალხისაგან და სინანულს გამოვთქვამთ, რომ მოძმე უკრაინის ტერიტორია გადაიქცა ქართველი ხალხის წინააღმდეგ შეთქმულების ორგანიზების პლაცდარმად.
გადავწყვიტეთ, დღეს 17 საათზე შვიკრიბოთ უკრაინის საელჩოსთან და მოვითხოვოთ პასუხი გაჩენილ კითხვებზე.
საელჩოს მისამართია : ჭავჭავაძის გამზირი N 76
გიორგი ბერეჟიანი “სახალხო კონტროლი”:
“SOS!!! SOS!!! მივიდეთ უკრაინის საელჩოსთან და გადავცეთ პეტიცია ელჩს, სადაც ჩავწერთ: “ამოარჩიეთ პატივცემულო პოროშენკო, ან იყავი ჩვენი მეგობარი, ან გააგრძელე სურენას მინეტობა და მასთან მესიჯების გზავნა ღამის 4 საათზე!”. მოკლედ 5 საათზე გელოდებით ყველას, ვისაც გიყვარვართ მე და ჩვენი ბედრკრული სამშობლო!!!”