პაატა ბურჭულაძე - დიდი ზეწოლა მიდის ხალხზე, ეს უქნარა მთავრობა უნდა შეიცვალოს

პაატა ბურჭულაძე - დიდი ზეწოლა მიდის ხალხზე, ეს უქნარა მთავრობა უნდა შეიცვალოს

მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი, პაატა ბურჭულაძე რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. 
როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარტიიდან აცნობეს, ამჯერად პარტიის ლიდერი სურამში იმყოფებოდა სადაც მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა. სურამის მოსახლეობას პაატა ბურჭულაძემ პარტიის ეკონომიკური და სოციალური პროგრამა გააცნო.

„ძალიან ცუდი სიტუაციაა სურამში, როგორც მთელს საქართველოში.ძალიან ბევრი გამწარებული ადამიანია, დიდი ზეწოლა მიდის ხალხზე და ეს დამშინებელი, უქნარა, არაფრის გამკეთებელი მთავრობა უნდა შეიცვალოს და აუცილებლად შეიცვლება. ჩვენ იმედი მივეცით ხალხს და 8 ოქტომბრის შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ადგილობრივების განცხადებით, რეგიონში მწვავედ დგას უმუშევრობის პრობლემები. მათი თქმით, შეხვედრამდე ადგილობრივებს მათთვის უცნობი ადამიანები შეხვედრაზე წასვლას უკრძალავდნენ და ემუქრებოდნენ.

“ჩემთან მოვიდნენ მანქანებით და გვემუქრებოდნენ - არ გახვიდეთ პაატა ბურჭულაძესთან შეხვედრაზეაო. არ ვიცი ვინ იყვნენ, სახეზე ვიცნობ. იყო მუქარაც, მაგრამ მე დასაკარგი აღარაფერი მაქვს და მაინც მოვედი შეხვედრაზე“, - განაცხადა სურამის მკვიდრმა ლამზირა ძელაშვილმა.