"ნაციონალური მოძრაობის" წევრებს სუს-ში დაკითხავენ

"ნაციონალური მოძრაობის" ის წევრები, რომლებიც დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ფიგურირებენ, დაკითხვაზე იქნებიან დაბარებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინტერნეტში დღეს გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც სუს-ის განცხადებაში აღნიშნული, დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც აღნიშნულ ჩანაწერებში ფიგურირებს. შესაბამისი უწყებები მათ დღესვე გადაეცემათ

 "მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც აღნიშნულ ჩანაწერებში ფიგურირებს. შესაბამისი უწყებები მათ დღესვე გადაეცემათ", - აღნიშნულია განცხადებაში.