„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში სუს-ის უკანონო ჩანაწერების მონტაჟსა და კოლაჟს უწოდებს.
„ვიღაც თავის ახლობელს ესაუბრება, ვიღაც საერთოდ სხვა საკითხებზე ლაპარაკობს, შეკრიბეს და დაამონტაჟეს. საერთოდ კიევში ვარ და იანუკოვიჩზე ვლაპარაკობ იმ პერიოდში, მერე მიაბეს მიშას სხვადასხვა ადამიანებთან ჩაწერილი ლაპარაკი, ეს შეკრეს. ეს არის სუს-ის ბოლო სამი-ოთხი წლის შეჯამება. ეს ივანიშვილის რეჟიმს არ უშველის არაფერში“,-აღნიშნა პეტრე ცისაკრიშვილმა ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, არანაირი სცენარი არ განიხილება.
„რა რევოლუციურ სცენარზე მესაუბრებით. განიხილება არჩევნებში გამარჯვება. ეს არის ერთადერთი სცენარი, რომელიც განიხილება და ამის შედეგებს ვნახავთ 8 ოქტომბერს“,-აღნიშნა პეტრე ცისაკრიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი დღეს ინტერნეტში გავრცელებულ აუდიო ჩანაწერში ამბობს, რომ "მოხდება კადაფი".
„ესენი ისევ მოიგებენ. იქნება სინამდვილეში ხალხის რევოლუცია და ....... აქ ჯერ კიდევ „ვასტოკია“. აქ მოხდება ........ კადაფი. უნდა გამოათრიონ და .......“, - აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.