დიდუბის რაიონში 7 ახალი სკვერი მოეწყო. დიდუბის რაიონის გამგეობაში მოსახლეობისგან შემოსული განცხადებების საფუძველზე, ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და პროექტირების განყოფილების თანამშრომლებმა შეისწავლეს სკვერისთვის განკუთვნილი ტერიტორიები და სატენდერო დოკუმენტაცია მოამზადეს, კონტრაქტორმა კომპანიებმა კი სკვერის მოწყობის სამუშაოები განახორციელეს.
აღმაშენებლის გამზირ N181-ში, გოგოლაურის ქ. N18-ში, წერეთლის გამზირ N87-79-ს შორის, ახმეტელის ქ. N6-ში, ლუბლიანას ქუჩა N.11-ში, ასევე დიღმის მასივის მე-4 კვარტლის მე-14-სა და მე-5 კვარტლის მე-20 კორპუსებთან მდებარე სკვერებში სამუშაოები პროექტის მიხედვით განხორციელდა.
ტერიტორიები დასუფთავდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან, მოეწყო გრანიტის ბორდიურები, დაიგო დეკორატიული ფილები, დაიდგა საპარკე სკამები და ურნები. დამონტაჟდა გარე განათების ბოძები და სასმელი წყლის სოკოები.
მოსასვენებელი სკვერების ტერიტორიები შემოიღობა ლითონის დეკორატიული ღობით, სკვერებში აგრეთვე დამონტაჟდა საჩრდილობლები. პატარებისთვის გასართობი ზონაც მოეწყო. კაუჩუკის ხელოვნურ საფარზე დამონტაჟდა გასართობი საბავშვო ატრაქციონი სასრიალოებით, კარუსელითა და საქანელებით.
7 ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოებზე დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 379 150 ლარი დაიხარჯა.