გიორგი ბარამიძე:   გავრცელებული აუდიოჩანაწერი დამონტაჟებულია

გიორგი ბარამიძე: გავრცელებული აუდიოჩანაწერი დამონტაჟებულია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან დღე გამოქვეყნებული საუბრის ჩანაწერი დამონტაჟებულია.

როგორც გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, ჩანაწერი არის სამი წლის წინანდელი და ერთი წლის წინანდელი საუბრის ჩანაწერების მონტაჟი.

„ივანიშვილს ნამდვილად ეს აღარ უშველის, რადგან ის ამ არჩევნებში დამარცხდება”, - განაცხადა ბარამიძემ.

რაც შეეხება კითხვას იყო თუ არა იმ პერიოდში ამ რევოლუციურ სცენარზე საუბარი ბარამიძემ განაცხადა, რომ „რუსთავი 2”-ის აღებაზე როდესაც იყო საუბარი, „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებდა „რუსთავი 2“- ის დაცვას.

მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების აუდიოჩანაწერი ინტერნეტსივრცეში დღეს გავრცელდა.