ე.წ. სამხრეთ ოსეთში

ე.წ. სამხრეთ ოსეთში "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი ტაჯიკეთის მოქალაქე დააკავეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთში ტაჯიკეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში შუააზიელ მიგრანტებს იბირებდა. ამის შესახებ სააგენტო “სპუტნიკი” ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ტაჯიკეთის მოქალაქე უმარჯონ ისმონოვი ექსტრემისტული საქმიანობის ბრალდბით ჯერ კიდევ 17 სექტემბერს დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ის აგიტაციას ეწეოდა შუააზიელი მიგრანტების ექსტრემისტების რიგებში გასაწევრიანებლად. ამასთან, სამართალდამცველების ცნობით, ისმონოვი საქართველოსა და თურქეთის გავლით სირიაში გეგმავდა გადასვლას,

ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმმა დაკავებული  რუსეთის  ფედერაციას გადასცა, საიდანაც მისი ტაჯიკეთში ექსტრადირება მოხდება.