იან კელი:   მთავარია, მშვიდი საარჩევნო გარემო ყველას ინტერესში შედიოდეს

იან კელი: მთავარია, მშვიდი საარჩევნო გარემო ყველას ინტერესში შედიოდეს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ, დღეს გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებზე საუბრისგან თავი შეიკავა და ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ საქართველოში არსებულ მშვიდ წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა.

„ამ აუდიო ჩანაწერებზე არ მაქვს ინფორმაცია, მთავარი არის ის, რომ ყველას ინტერესში შედიოდეს წყნარი წინასაარჩევნო გარემო. ფიქრობ, ყველას ინტერესი უნდა იყოს მიმართული გამოხატული იქნას ქართველი ხალხის ნება. ამის მიღწევის ერთადერთი გზა არის თავისუფალი, მშვიდი წინასაარჩევნო გარემო. ერთადერთი გზა, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა მოვიდეს მთავრობაში, ეს არის საარჩევნო ყუთის გზა”, - განაცხადა იან კელიმ.