პეტრე ცისკარიშვილი:   აქ მოხდება კადაფი

პეტრე ცისკარიშვილი: აქ მოხდება კადაფი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი დღეს ინტერნეტში გავრცელებულ აუდიო ჩანაწერში აცხადებს, რომ ახლანდელი ხელისუფლების წევრებს ისე უნდა მოექცნენ, როგორც კადაფს მოექცნენ. 

მიხეილ სააკაშვილთან საუბარში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები რევოლუციური სცენარზე საუბრობენ.

როგორც ნუგზარ წიკლაური აცხადებს, პარტიის ამოცანაა რევოლუციური ვითარებაში ჩაატაროს არჩევნები.

„ესენი ისევ მოიგებენ. იქნება სინამდვილეში ხალხის რევოლუცია და ....... აქ ჯერ კიდევ „ვასტოკია“. აქ მოხდება ........ კადაფი. უნდა გამოათრიონ და .......“, - აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.

აუდიო ჩანაწერში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები კარვების ქალაქის იდეაზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ რუსთაველს 200 კაცი გაავსებს.