საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, დღეს ინტერნეტში გავრცელებულ აუდიო ჩანაწერში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან საქართველოში რევოლუციური სცენარის განვითარებაზე საუბრობს.
როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, კოალიციის შექმნა მისთვის მიუღებელია.
„ბოკერია ამბობს, რევოლუციური სცენარი არ გამოდის, ხოდა უნდა მოვემზადოთ მერე კოალიციებისთვის. ვისაც კოალიციები უნდა, მოემზადოს. მე არანაირი სურვილი არ მაქვს კოალიციების მომზადების. მაგისთვის არ ვიბრძვი. ვისთან უნდა დავიტოვოთ კოალიცია? მაშინ გავაკეთოთ კოალიცია კახი კალაძესთან, ალასანიასთან, იმასთან ამასთან და ვიქნებით მაგარი ხალხი. „პროსტა“ იმათაც უნდათ, ღიად ახლა ცხვირში მოვადოთ. ახლა ეგრე არ არის, კაცო. ხოდა, "რუსთავი" მოამწიფებს ამ პიკს “, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს მოუწოდებს, აიღონ ინიციატივა და აკაკი ბობოხიძეს დაუჯერონ.
„მე მგონი, კაკოს უნდა დავუჯეროთ, შექმენით ჯგუფი. აი, კაკო, ბეჟაშვილი, ვიღაცეები, ვინც არის რადიკალურად განწყობილი და პირდაპირ უნდა „შევაჯდეთ“ მაგ თემაზე. რევოლუციური სცენარი უნდა, სხვა კაკოს ინტუიციას ვენდობი მთლიანად. გამოვიყურებით, როგორც დამარცხებულები და ამიტომ გვჭირდება ბევრი ხალხის მობილიზება“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების საუბრის ჩანაწერი ინტერნეტში, დღეს გავრცელდა.