მე მგონი, ღარიბაშვილი არაფერ შუაშია, ივანიშვილმა შეგვახსენა, 60 წლის ვარ ანუ საპრეზიდენტო მოწიფულობის ასაკს მივუახლოვდიო

მე მგონი, ღარიბაშვილი არაფერ შუაშია, ივანიშვილმა შეგვახსენა, 60 წლის ვარ ანუ საპრეზიდენტო მოწიფულობის ასაკს მივუახლოვდიო

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებული განცხადებით, საზოგადოებას ორი ფაქტი შეახსენა.

"მემგონი აქ ირაკლი ღარიბაშვილი არაფერ შუაშია. ბატონმა ბიძინამ შეგვახსენა ორი ფაქტის თაობაზე: ფაქტი ნომერი პირველი - ორ წელიწადში არის საპრეზიდენტო არჩევნები და ფაქტი ნომერი მეორე- თავად ბატონი ბიძინა, 60 წლის ვარო და საპრეზიდენტო მოწიფულობის ასაკს მივუახლოვდიო. ახლა ჩვენზეა, ამ ორ ფაქტს თუ დავაკავშირებთ," - განაცხადა უსუფაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, მისი კოალიციაში ყოფნის პერიოდში იყო თუ არა საუბარი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურაზე პრეზიდენტის პოსტზე, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ ყოფნისას ივანიშვილის ფავორიტი საპრეზიდენტო კანდიდატი ვახტან ხმალაძე იყო.