ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ძალიან დიდი ნდობა საზოგადოებისგან და პოტენციალი, რომ პრეზიდენტად იყაროს კენჭი

ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ძალიან დიდი ნდობა საზოგადოებისგან და პოტენციალი, რომ პრეზიდენტად იყაროს კენჭი

ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ძალიან დიდი ნდობა საზოგადოებისგან და პოტენციალი, რომ კენჭი იყაროს პრეზიდენტად, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა.

ვიცე-სპიკერი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილი კარგი „სათადარიგო მოთამაშეა“. მანანა კობახიძემ ივანიშვილის ამ მოსაზრებას „საკმაოდ სასიამოვნო უწოდა“, თუმცა დასძინა, რომ გუნდში ჯერ ამაზე საუბარი არ ყოფილა და არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„ვფიქრობ, ირაკლის აქვს ძალიან დიდი ნდობა საზოგადოებისგან და პოტენციალი, რომ კენჭი იყაროს პრეზიდენტად. ამას კიდევ დრო სჭირდება. ბატონი ირაკლის გადასაწყვეტია, თუმცა ვფიქრობ, „ქართული ოცნებისთვის“ ის იქნება მისაღები და მხარდაჭერილი თანაგუნდელებისგან“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, არის თუ არა ღარიბაშვილი გუნდის საქმიანობაში რაიმე ფორმით ჩართული, კობახიძემ უპასუხა, რომ ღარიბაშვილი არის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, თანაგუნდელი და თანამებრძოლი, თუმცა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართული არ არის.