შეიძლება, ქირურგიულ ოპერაციაზე ვამბობ, რა სისულელეა, აბსოლუტურად არასერიოზულია

შეიძლება, ქირურგიულ ოპერაციაზე ვამბობ, რა სისულელეა, აბსოლუტურად არასერიოზულია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერი გიგი წერეთელი ინტერნეტში დღეს გავრცელებულ მასალას   არასერიოზულს უწოდებს.

როგორც 2030.news-ს წერეთელმა განუცხადა,  ამ ვიდეოს გავრცელები ხელისუფლების განწირული ნაბიჯია.

„მე ვარ მთავარი მოქმედი გმირი? არ მინახავს.სუს-ის შეთხზული. შეიძლება,  ქირურგიულ ოპერაციაზე ვამბობ, რა სისულელეა, აბსოლუტურად არასერიოზულია. შეიძლება,  სადმე რადიკალური ვთქვი, მაგრამ ეგეთი რაღაცეები, მეცინება პირდაპირ. კარგით რა, ეს ხომ გესმით,  რაც არის, ეს არის განწირული ნაბიჯი. მე ქუთაისში ვიგებ არჩევნებს. იმას ლაპარაკობს მთელი საქართველო, რომ რადიკალური არ ვყოფილვარ და ჩემი თანაგუნდელებიც სულ მაგას ამბობდნენ, რომ უფრო რადიკალური უნდა ვყოფილიყავი ყოველთვის, მაგრამ ეს რადიკალიზმში არ გამოიხატება. რა სისულელეა, რა იდიოტობაა“,- აღნიშნა გიგი წერეთელმა.

მისივე თქმით, მასალა, რომელიც გავრცელდა, დამონტაჟებულია.

 „ჩემი ოფიციალური პოზიციაა, რომ ასეთ სისულეებზე, ასეთ ფაბრიკაციებზე არც ვაპირებ კომენტარის გაკეთებას. არის დამონტაჟებული, ნამდვილი სისულელე, რომელსაც ხელისფლება შიშის გამო აკეთბს. რა სახელმწიფო გადატრიალება. საარჩევნო კამპანია მაქვს,  კაცო, კარდაკარ დავდიარ, დღეში 5 შეხვედრა მაქვს, არჩევნებზე დავდივარ, მეცინება პირდაპირ“,-აღნიშნა გიგი წერეთელმა.

კითხვაზე, ავთენტურია თუ არა ჩანაწერი, გიგი წერეთელი პასუხობს -  ავთენტური რას ქვია, არც მახსოვს რაიმე მსგავსი, ნამდვილად ვერ გეტყვით.

„იცით რა შეიძლება?  მე და თქვენ ხომ ვსაუბრობთ, აი, თქვენ ხომ ახსენეთ რადიკალიზმი, ამას ისე დაგიჭრიან, ისე გაგიკეთებენ, ისე ჩაგიწყობენ სიტყვებად, რომ რასაც გინადთ,  იმას იტყვით. ასეთი საუბარი მე არც მახსოვს, რომ რამე გადატრიალება, რევოლუცია და ასე შემდეგ, რადიკალური პოლიტიკური ბრძოლა ეს შეიძლება ბევრჯერ გამოსვლაშიც ახსენო, რა პრობლემაა ამაში. რა სცენარზეა, თოფებზე, საბურავებზეა,  თუ ავტომატებზეა საუბარი. რადიკალური პოლიტიკური ბრძოლა ყოველთვის არის მაშინ, როდესაც ხელისუფლება ცუდად იქცევა და რადიკალური პოლიტიკური ბრძოლა ეს არ ნიშნავს რევოლუცია. .მე მაქვს ევროპული, დასავლური ტიპის კამპანია ქუთაისში. ჩვენ ვლაპარაკობთ არჩევნების დემოკრატიული, კანონიერი გზით გამარჯვებაზე, ამას ვაკეთებთ ყოველდღიურად. აგერ არის ჩვენი კამპანია, რას ვლაპარაკობთ, სუს-ი, მუსი, პუსი, ყველა გვიყურებს, იწერს, გვისმენს“,-აღნიშნა გიგი წერეთელმა.