შოთა ხაბარელი აეროპორტის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა

შოთა ხაბარელი აეროპორტის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის  მე-13 ოლქის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, შოთა ხაბარელი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.

 ამჯერად იგი  აეროპორტის დასახლებაში, 1-ლი კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდა.

დეპუტატობის კანდიდატმა 8 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ადგილობრივებს მოუწოდა ამ დღეს საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი დააფიქსირონ. შოთა ხაბარელი ადგილზე, პირადად გაეცნო მოსახლეობის თხოვნებსა და პრობლემებს.