ლევან იზორია - ყველანაირი მცდელობა, რომელიც მიმართული იქნება სტაბილური სიტუაციის არევისკენ, იქნება ჩახშობილი

ლევან იზორია - ყველანაირი მცდელობა, რომელიც მიმართული იქნება სტაბილური სიტუაციის არევისკენ, იქნება ჩახშობილი

ვის ეკუთვნის ხელისუფლება, ამას არც სააკაშვილი განსაზღვრას და არც სხვა ვინმე პიროვნება, ამას განსაზღვრავს ქართველი ხალხი, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა გუშინ „თავისუფალი ზონის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციას გეგმავს. 
იზორიას თქმით, უნდა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც პირველ რიგში თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი და სადაც ყველა პროცესი კანონის ფარგლებში მიმდინარეობს. მინისტრის განმარტებით, მათ შორის უნდა იყოს საარჩევნო პროცესიც. 
„დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესი ის არის, რომ მხოლოდ ხალხი და მისი უმრავლესობა განსაზღვარს თუ ვის ეკუთვნის კონკრეტულ ეტაპზე ხელისუფლება. ამას არც სააკაშვილი განსაზღვრავს და არც სხვა ვინმე პიროვნება, ამას ქართველი ხალხი განსაზღვრავს. ყველანაირი მცდელობა თუ გინდ მოლოდინების გაჩენისა, რომელიც მიმართული იქნება ამ სტაბილური სიტუაციის არევისკენ, იქნება ჩახშობილი“, - განაცხადა ლევან იზორიამ. 
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას რაიმე ინფორმაცია შესაძლო დესტაბილიზაციის მოწყობასთან დაკავშირებით, იზორიამ განაცხადა, რომ კომპეტენტური ორგანოები ფლობენ ყველანაირ ინფორმაციას და ყველაფერს აკეთებენ, რომ მოხდეს საფრთხეების თავიდან აცილება. 
„მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, რომ ყველაფერი წავა მშვიდობიანი გზით და კანონის ფარგლებში“, - აღნიშნა მინისტრმა.