„ეროვნული ფორუმის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა რობერტ ოდიშელიძემ კანდიდატურა მოხსნა

„ეროვნული ფორუმის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა რობერტ ოდიშელიძემ კანდიდატურა მოხსნა

დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარულ ოლქში „ეროვნული ფორუმის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა რობერტ ოდიშელიძემ კანდიდატურა მოხსნა. 
როგორც მან ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. ”აღნიშნულ მაჟორიტარულ ოლქში ”ეროვნული ფორუმის” მიერ არანაირ მოძრაობას არ ჰქონდა ადგილი. არ არის შექმნილი საარჩევნო შტაბი. მარტოკაცი კი ვერაფერს გავხდები და შედეგი იქნება ნული”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” კანდიდატურის მოხსნის მიზეზებზე საუბრისას რობერტ ოდიშელიძემ. 
მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებში ის დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მხარს ”ქართული ოცნების” კანდიდატს, ზაქარია ქუცნაშვილს დაუჭერს.