ბადრი ბასიშვილი აცხადებს, რომ მზად არის, გამოძიებასთან ითანამშრომლოს

ბადრი ბასიშვილი აცხადებს, რომ მზად არის, გამოძიებასთან ითანამშრომლოს

“ნაციონალურტი მოძრაობის”  გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე  ბადრი ბასიშვილი აცხადებს, რომ ჟურნალისტი შალვა რამიშვილი რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების პროვოკაციაზე წამოგებას.

"დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში პროვოკაციაზე იყო მოსული რამიშვილი. მე როგორც ვიცი,  ჩვენმა თანამშრომლებმა გაარიდეს ის ადამიანი, რომელიც შალვას ეპასუხებოდა", - აღნიშნა ბასიშვილმა 2030.news-სთან საუბრისას.

ბასიშვილი აცხაბდებს, რომ მზად არის,  ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

ამასთან, მისი თქმით, არ არის დარმწუნებული, რომ  "ნაცინალური მოძრაობის“ ოფისის სათვალთვალო კამერები იყო თუ არა ჩართული.

„თუ არსებობს დაპირისპირება,  ეს სამართალდამცავებმა უნდა დაამტკიცონ. რამიშვილს უნდა დაედგა უკეთესი შოუ,  თუ უნდოდა. შეიძლება, ეს ყველაფერი დაეფიქსირებინა ჩვენ კამერებს, თუ ჩართული იყო.  ოფისში თვითონ იყო შემოჭრილი რამიშვილი. მე ვუთრახი,  რომ შეხვედრაზე მივდიოდი და თუ რამე კთხვები ჰქონდა, გავცემდი პასუხს. ოფისის შიგნით არ ყოფილა ინციდენტი. ოფისში მიდიოდა შიდაპარტიული თათბირი და იყო დახურული შეხვედრა. ეს არაა დარღვევა არც ჟურნალისტის, არც ნებისმიერი ადამიანის მიმართ“, -  განაცხადა ბასიშვილმა.