ალეკო ელისაშვილი:  ყოჩაღ მერია, ეგრე რა!

ალეკო ელისაშვილი: ყოჩაღ მერია, ეგრე რა!

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი დავით აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის გამო თბილისის მერიას აქებს.

საკრებულოს წევრი ამბობს, რომ განსაკუთრებულად ძველი წარწერების შენარჩუნებამ გაახარა:

"პლეხანოვის რეაბილიტაცია არის ძალიან მაგარი რამ! განსაკუთრებით ძველი წარწერების შენარჩუნებამ და აღდგენამ გამახარა და ცხოველების რკინის ქანდაკებებია მაგარი. ყოჩაღ მერია, ეგრე რა!", - წერს ალეკო ელისაშვილი Facebook-ში.