დათო ბაქრაძის ერთადერთი დამოუკიდებელი გამოსვლა იყო ომის დროს, ვერ მიაქციეს ყურადღება, კარგი მესიჯი ვერ მისცეს, იმპროვიზაციებში რომ შევიდა, კი გამოავლინა თავი, - ამის შესახებ პლატფორმა ”ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის” წევრმა დავით კიზირიამ ტელეკომპანია PALITRANEWS-ის გადაცემაში ”360 გრადუსი” სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, დავით ბქარაძეს თავისი ადგილი ჰქონდა და ”უნდა ყოფილიყო ღილაკი”. ”რეალურად, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ არც ”ნაციონალურ მოძრაობაში” და მით უფრო, ამათში, არანაირი პოტენციალი არ არსებობს. ვინ, დათო ბაქრაძე რამე რეფორმის გამკეთებელია? ცხოვრებაში რამე გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ დაურეკავდნენ, ღილაკზე უნდა დაეჭირა. რისი შნო აქვს დათო ბაქრაძეს? - არაფრის. მიყევით დანარჩენებსაც. ზურა დაურეკავდა, დააჭერდა, არ დააჭერდა, კარგი დედმამიშვილი იყო. დათო ბაქრაძის ერთადერთი დამოუკიდებელი გამოსვლა იყო ომის დროს, ვერ მიაქციეს ყურადღება. კარგი მესიჯი ვერ მისცეს, იმპროვიზაციებში რომ შევიდა, კი გამოავლინა თავი. რეები ილაპარაკა ყველას გახსოვთ. დათო ბაქრაძეს თავისი ადგილი ჰქონდა, უნდა ყოფილიყო ღილაკი და იყო კიდეც ღილაკი”, - აღნიშნა დავით კიზირიამ.