2 მაისს კოალიცია „ქართული ოცნების“ ქუთაისის ოფისს შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გიუნტერ ბეხლერი ეწვია. შვეიცარიის ელჩი 2 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისში გამართული მშვიდობიანი აქციის დაშლის ფაქტით დაინტერესდა. მან უშუალოდ აქციის მონაწილეებისგან მიიღო ინფორმაცია მომხდარის შესახებ და ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალასაც გაეცნო.