არჩილ თალაკვაძე სოფელ ვაკიჯვრის მოსახლეობას შეხვდა

არჩილ თალაკვაძე სოფელ ვაკიჯვრის მოსახლეობას შეხვდა

 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ვაკიჯვრის მოსახლეობას შეხვდა.

ადგილობრივებთან შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე და „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა. „ბედნიერი ვარ, რომ ამ შეხვედრას მთელი სოფელი ესწრება. მჯერა, მართებულ არჩევანს გააკეთებთ და მხარს დაუჭერთ იმ გუნდს, ვისაც თქვენი ხმა, თქვენი ინტერესები და მომავალი შეიძლება ანდოთ. ჩვენ შეგვიძლია, დავიცვათ თავისუფლება, რომელიც ერთად დავიბრუნეთ, მივაღწიოთ სწრაფ განვითარებას და მეტ კეთილდღეობას. ჩვენ გავიმარჯვებთ არამხოლოდ 8 ოქტომბერს, არამედ 8 ოქტომბრის შემდეგ ყოველდღიურად, როცა წინსვლა გაგრძელდება”-მიმართა თალაკვაძემ ამომრჩევლებს.