აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე ჩატარებული სახელმწიფო დუმის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ამის შესახებ უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
მისი ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული ეკონომიკური სანქციები იქამდე დარჩება ძალაში, სანამ რუსეთი ყირიმს უკრაინას არ დაუბრუნებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე შეშფოთებას გამოთქვამს ყირიმში არსებული ჰუმანიტარული სიტუაციის, მათ შორის ყირიმელი თათრების მდგომარეობის და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.
რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები 18 სექტემბერს გაიმართება.