სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ვიდეო - მასალა იმის შესახებ, რომ პრეზიდენტთან შეხვედრაზე მასწავლებლები და მოსწავლეები ძალით მიჰყავთ. სწორედ ასეთი შემთხვევის დროს, ერთ-ერთმა ქალბატონმა უარი თქვა პრეზიდენტთან შეხვედრაზე. რის შემდეგაც, ამ ქალბატონს ფიზიკური შეურაძწყოფა მიაყენეს. თავად ქალბატონი ჰყვება, რომ - მას არ ახსოვს როგორ და რანაირად მოხვდა საავადმყოფოში. საავადმყოფოს მორიგე ექიმი, რომელმაც პაციენტი მიიღო ამბობს რომ: _ქალბატონი/დაზარალებული ბრგე აღნაგობის მამაკაცებმა მოიყვანეს.
ამის შემდეგ, დაზარალებულ ქალბატონს (რომელიც სკოლაში მუშაობდა ორ თანამდებობაზე) უთხრეს რომ იგი დათხოვილია სამსახურიდან და თავს ნუღარ შეიწუხებდა სკოლაში მისვლით. ქალბატონს არანაირი წერილობითი ბრძანება/მიმართა არ მიუღია იმის შესახებ, თუ რა მიზეზით არის დათხოვილი სამსახურიდან.ეს შემთხვევა პირველი არ არის (და ღმერთმა ქნას რომ ბოლო იყოს) სხვადასხვა დროს უამრავი მსგავი შემთხვევაა დაფიქსირებული.
სხვადასხვა სააგენტოების ცნობით, მასწავლებლებს/სკოლის დირექტორებს და სხვადასხვა "ოფიციალურ" სამსახურებში მომუშავე ადამიანებს აიძულებენ/სთავაზობენ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლაზე დახვედრას/დასწრებას(მასოვკისთვის). უარის თქმის შემთხვევაში ეს ადამიანები სამსახურს კარგავენ/ართმევენ.
მედიის დიდი ნაწილი რომ მთავრობის მიერ კონტროლირებადია, ეს ყველამ იცით და ახალი ამბავიც არაა. თუმცა მე მაინც მიკვირს ასეთი ჟურნალისტების, როდესაც ზემოთ ხსენებულ ფაქტზე ამდენი მასალაა და ისინი მაინც დუმან. ეს ჟურნალისტიკური ეთიკის არ ქონაა და არამგონია მათში ადამიანურიც იყოს რამე.
ყველაზე ცუდი კი ისაა რომ, როდესაც ერთ ასეთ ადამიანს (პრეზიდენტის შეხვედრაზე არ წასულს) ფიზიკურად უსწორდებიან და სასმსახურიდან ანთავისუფლებენ, არცერთი მათი მეგობარი თუ კოლეგა, ამის შესახებ პროტესტს არ გამოთქვავს (თუ გაფიცვას არ აკეთებ, ადექი და კომენტარი მაინც გააკეთე შე დალოცვილო). ჩემი აზრით "მასიური შიშია" ხალხში და ხალხიც ნელ - ნელა დაჩლუნგდა.
მინდა ისევ და ისევ მოუწოდო საზოგადოებას, რომ მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით გამოთქვან პროტესტი, რადგან არ შეიძლება დემოკრატიულ სახელმწიფოში მსგავსი სახის დიქტატორული მართველობა.
მე , ლაჩრობად მიმაჩნია, როდესაც ხედავ / არჩევ მტყუან მართალს და თვალებს ხუჭავ.
ცუდია როდესაც პატრიარქს ერთი გამოსვლის გამო (უბრალოდ ვერ გაიგო საზოგადოებამ რისი თქმა უნდოდა პატრიარქს) ამდენი ადამიანი აკრიტიკებს და მთავრობის ამაზრზენ საქციელს და დიქტატორულ ქმედებებს ვერ ხვდება/ არ ხვდება.
შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს დაემართოს იგივე, შეიძლება ჩვენც აღმოვჩნდეთ გვირგვლიანის და სხვა დაღუპული ბიჭების ადგილზე.