გიორგი კვირიკაშვილი - ”მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის” თანახმად, საქართველოს 159 ქვეყანას შორის მე-5 ადგილი უკავია

გიორგი კვირიკაშვილი - ”მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის” თანახმად, საქართველოს 159 ქვეყანას შორის მე-5 ადგილი უკავია

“ფრაზერის ინსტიტუტის” მიერ გამოქვეყნებული ”მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის” თანახმად, საქართველოს 159 ქვეყანას შორის მე-5 ადგილი უკავია, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა რეიტინგის შედეგები პოზიტიურ სიახლედ შეაფასა და მთავრობის წევრებს აღნიშნული ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელებისკენ მოუწოდა. 

„მინდა გამოვეხმაურო ძალიან სასიხარულო ამბავს - საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „ფრაზერის ინსტიტუტმა“ გამოაქვეყნა ”ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის” 2016 წლის მონაცემები და ამ შედარებით ინდექსში მსოფლიოს 159 ქვეყანას შორის საქართველო მე-5 ადგილზე იმყოფება ისეთი ქვეყნების შემდეგ, როგორიცა ჰონგ კონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია და შვეიცარია. ეს არის ძალიან დიდი წინსვლა. შედარებისთვის მინდა ვთქვა, რომ 2015 წელს ჩვენ ვიყავით მე-12 პოზიციაზე, 2014 წელს - მე-16, 2013 წელს – 21-ე, 2012 წელს – 53-ე. ეს არის ძალიან დიდი პროგრესი, რომელიც განპირობებულია ისეთ სფეროებში წინსვლით, როგორიცაა ფინანსების ხელმისაწვდომობა, საკანონმდებლო სისტემისა და საკუთრების უფლების დაცვა და სხვა მიმართულებები. ეს არის ძალიან დიდი წინსვლა, საქართველოს საერთაშორისო იმიჯისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველა ჩვენგანმა მაქსიმალურად უნდა გავავრცელოთ ეს ინფორმაცია, რომ მეტი ინვესტიციები იქნას მოზიდული“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.