”სილიკონ ველი თბილისის” კედელში სპეციალური ფირფიტა მოთავსდა, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პირველ მილიონერს გადაეცემა.
დღეს ბაგებში, ჭავჭავძის #82-ში, პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი ”სილიკონ ველი თბილისი” გაიხსნა. საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში უპრეცენდენტო პროექტის გახსნას მთავრობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, მოსწავლეები, მშობლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კაფსულაში სპეციალური ფირფიტა მოათავსა, კაფსულა ”სილიკონ ველი თბილისის” კედელში ჩამონტაჟდა. სპეციალური ფირფიტა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პირველ მილიონერს გადაეცემა.
საქართველოში განხორციელებული მრავალმილიონიანი პროექტი - „სილიკონ ველი თბილისი“ IT აკადემიას, ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, ლაბორატორიულ და კვლევით ცენტრებს, ტექნოლოგიურ ინკუბატორებს ერთ სივრცეში აერთიანებს.