ზუგდიდის გამგებლის წარმომადგენელი ბეჟან ჭურღულია სცემეს

ზუგდიდის გამგებლის წარმომადგენელი ბეჟან ჭურღულია სცემეს

ზუგდიდის გამგებლის წარმომადგენელი უჩაშონას ადმინისტრაციულ ერთეულში ბეჟან ჭურღულია სცემეს. როგორც ახალსოფლის რწმუნებული ლადო ქვარცხავა ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში განმარტავს, ბეჟან ჭურღულიასთან შელაპარაკება ”ნაციონალური მოძრაობის”აქტივისტ გიგა მაქაციარიას და მის მეგობარ ნიკა ჭურღულიას მოუვიდა.

”ვისხედით ჩვენს სამუშაო ოთახში, რა დროსაც ბეჟან ჭურღულიას დაუძახეს და გარეთ გავიდა. შემდეგ შემოგვესმა ჩოჩქოლის ხმა და როდესაც გამოვედით, ვნახეთ რომ ჭურღულიას ორივე სცემდა. როგორც მოგვიანებით გავარკვიეთ, ნიკა ჭურღულიას ბეჟანთან ჰქონია პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ ბეჟანმა ის ”ნაცმოძრაობის” მხარდამჭერად მოიხსენია. შეხლა-შემოხლა ხალხის მისვლის შემდეგაც გაგრძელდა, თუმცა შევძელით მათი გაშველება”, - განაცხადა ქვარცხავამ.

ბეჟან ჭურღულია ამ წუთებში ზუგდიდის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფება.