ფრანსუა ოლანდი - საფრანგეთი ევროპის დასაცავად ყველაფერს აკეთებს, მაგრამ დამოუკიდებლად მისი დაცვა არ შეუძლია

ფრანსუა ოლანდი - საფრანგეთი ევროპის დასაცავად ყველაფერს აკეთებს, მაგრამ დამოუკიდებლად მისი დაცვა არ შეუძლია

საფრანგეთი ევროპის დასაცავად ყველაფერს აკეთებს, მაგრამ დამოუკიდებლად მისი დაცვა არ შეუძლია, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, ევროკავშირის არაფორმალური სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

„საფრანგეთი ევროპის თავდაცვის უზრუნველყოფის კუთხით მთავარი ძალაა, მაგრამ მარტო არ უნდა იყოს და არც სურს, რომ იყოს მარტო“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ბრატისლავაში დაწყებული სამიტი პირველად დიდი ბრიტანეთის მონაწილეობის გარეშე ტარდება.