საქართველო ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა. როგორც „მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების“ 2016 წლის ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში მეხუთე ადგილი უჭირავს ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორიცაა კანადა, ირლანდია, მავრიტუსი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები.
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გუშინ გამოქვეყნდა და ის 2014 წლის მონაცემებს ეყრდნობა. ინდექსი ზომავს 159 ქვეყანაში სხვადასხვა მონაცემებს, როგორიცაა: პირადი არჩევანის უფლება, ბაზარზე შესვლის შესაძლებლობები, საკუთრების უფლების დაცვა, კანონის უზენაესობა და ა.შ.
ეკონომიკური თავისუფლების ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალი ქვეყანა ჰონგ-კონგია, სიაში შემდეგია სინგაპური, ახალი ზელანდია და შვეიცარია.
საქართველოს შემდეგ სიაში რეიტინგში არიან გაერთიანებული სამეფო და ავსტრალია. ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით, ყველაზე ცუდი მდგომარეობა კი ზიმბაბვეშია. ამავე სიაში ხვდებიან ირანი, ალჟირი, ჩადი, განა, ანგოლა, არგენტინა, ვენესუელა და ა.შ.
„ეკონომიკური თავისუფლება გულისხმობს კეთილდღეობას და ცხოვრების მაღალ დონეს, როდესაც დაბალი თავისუფლების მქონე ქვეყნებში დესპორტური რეჟიმებია, რომელიც ზღუდავს მოქალაქეების თავისუფლებას“,-ნათქვამია ოფიციალურ მედიარელიზში.
http://www.freetheworld.com/2016/economic-freedom-of-the-world-2016.pdf