გიორგი პაპუაშვილი - მე, როგორც თავმჯდომარე, ვალდებული ვარ, ამ პერიოდში რაც დარჩა, რაზეც შესაძლებელია გადაწყვეტილება იქნას მიღებული

გიორგი პაპუაშვილი - მე, როგორც თავმჯდომარე, ვალდებული ვარ, ამ პერიოდში რაც დარჩა, რაზეც შესაძლებელია გადაწყვეტილება იქნას მიღებული

ჩვენ ყველა ვცდილობთ ამ ორი კვირის განმავლობაში მოვასწროთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შესაძლებელია, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ე.წ. გახმაურებულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის შეკრების ვადებზე დასმული კითხვის საპასუხოდ გიორგი პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ის ზუსტ დროს ვერ დაასახელებს თუ როდის მოხდება შეკრება და გადაწყვეტილებების მიღება. 
„მე როგორც თავმჯდომარე, რა თქმა უნდა, ვალდებული ვარ, რომ ამ პერიოდში რაც დარჩა, რაზეც შესაძლებელია იმაზე გადაწყვეტილება იქნას მიღებული. რაზეც შესაძებელია, რომ მოსმენები ჩატარდეს, ჩატარდეს. მე ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. ზუსტი დრო ჯერჯერობით არ ვიცი, თუმცა ჩვენ ყველა ვცდილობთ, რომ ყველაფერი მოესწროს, მაქსიმალურად, ამ ორი კვირის განმავლობაში, რისი გაკეთებაც შესაძლებელია“, - განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა. 

საკონსტიტიუციო სასამართლოს თავმჯდომარეს იმედი აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო როგორც დარჩენილ ორ კვირაში, როდესაც ის თავმჯდომარე იქნება, ისე მომავალშიც, სრულფასოვან ფუნქციონირებას გააგრძელებს. 

30 სექტემბერს გიორგი პაპუაშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურება.