დავით დარჩიაშვილი ე.წ. მშვიდობის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ შეთავაზებას „ცინიკურ და პოპულისტურ ნაბიჯად“ აფასებს

დავით დარჩიაშვილი ე.წ. მშვიდობის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ შეთავაზებას „ცინიკურ და პოპულისტურ ნაბიჯად“ აფასებს

”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი ”ქართული ოცნების” შეთავაზებას - ე.წ. მშვიდობის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით, „ცინიკურ და პოპულისტურ ნაბიჯად“ აფასებს.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხს პარტიაში განიხილავენ და კოლექტიურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
”ერთის მხრივ, აბრალებდე მთავარ ოპოზიციურ პარტიას ათასგვარ დაუჯერებელ ამბავს დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით და მეორე მხრივ, საუბრობდე მემორანდუმზე მშვიდობასთან დაკავშირებით, მაშინ, როცა სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან შეინიშნება თავდასხმები, პლაკატების ჩამოხევები, კორცხელის ინციდენტის გამოუძიებლობა და ა.შ. ვფიქრობ, არის ძალიან ცინიკურ-პოპულისტური ნაბიჯების გაგრძელება, თუმცა ჩვენი მხრიდან არც ერთ მსგავს შემოთავაზებას ბოიკოტი არ ექნება გამოცხადებული”, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა. 
გუშინ ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ყველა საარჩევნო სუბიექტს შესთავაზა, შეუერთდნენ მემორანდუმს, რათა უზრუნველყოფილი იყოს არჩევნების ჩატარება კორექტულ და მშვიდობიან გარემოში.