გადატრიალების მცდელობაში გიულენის შესაძლო მონაწილეობის შესახებ გამოვლენილი მნიშვნელოვანი და სარწმუნო მტკიცებულება არ არსებობს - ამის შესახებ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ (Human Rights Watch) თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. თურქეთის ხელისუფლების მიერ გადატრიალების მცდელობის შემდეგ განხორციელებული ქმედებები, პრესის თავისუფლება, კანონის უზენაესობაზე პატივისცემა, დემოკრატიული ღირებულებების და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, მნიშვნელოვანი გამოცდა იყო.
როგორც ჰიუ უილიამსონი, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, ევროპისა და შუა აზიის განყოფილების დირექტორი ამბობს: ″მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ხელისუფლებას აბსოლიტური უფლება აქვს გადატრიალების მცდელობაში მონაწილე პირებს პასუხი მოსთხოვოს, მოსამართლეების ჩათვლით დაკავებების სისწრაფე და მასშტაბი იმას გვაფიქრებინებს, რომპროცესი მტკიცებულების საფუძველზე კი არ მიმდინარეობს, არამედ უფრო გაწმენდის პოლიტიკას ჰგავს″.
პრეზიდენტმა ერდორანმა სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში, აშშ-ში მცხოვრები და პრეზიდენტის ყოფილი მოკავშირე, ძლიერი სოციალური მოძრაობის ლიდერი ფეთჰულაჰ გიულენი და არმიის შიგნით მყოფი მისი მხარდამჭერები დაადანაშაულა. თურქეთში ბოლო 2,5 წლის განმავლობაში საჯარო, სასამართლო და პოლიციაში მომუშავე გიულენის მხარდამჭერების წმენდა მიმდინარეობს. ქვეყანაში დაბლოკილი ვებგვერდების უმრავლესობაც, სავარაუდოდ, გიულენის მოძრაობასთან იყო ახლოს. ამ ეტაპზე, არმიის შიდა დინამიკასთან დაკავშირებით, და მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მკაფიოდ უარყოფს, გიულენის გადატრიალების მცდელობის შესაძლო მონაწილეობის შესახებ გამოვლენილი მნიშვნელოვანი და სარწმუნო მტკიცებულება არ არსებობს.
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ უფრო მკაცრ დამოკიდებულებას ირჩევს და ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური მოტივით გამოძიება იწყება. ვისაც მთავრობა ოპონენტად მიიჩნევს ან გიულენის მხარდაჭერაშია ეჭვმიტანილი, ყველას წინააღმდეგ კუდიანებზე ნადირობის დაწყება ამ მოტივით არ უნდა მოხდეს.
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის განცხადებით, პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა და მმართველმა, სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ, საზოგადოების მიერ დემოკრატიის მხარდაჭერა დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად მოქმედებით და კანონის უზენაესობისა და ადამინის უფლებათა დაცვის შესუსტების ნაცვლად მისი პრაქტიკაში გამოყენებით მათ არჩევანს პატივი უნდა სცეს.
18 ივლისს პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ გადატრიალების მცდელობაში შესაძლო მონაწილეობის ბრალდებით 7,543 ადამიანი დააკავეს, დაკავებულებს შორის 6,038 ჯარისკაცისგარდა 755 მოსამართლე და პროკურიც არის. გარდა ამისა, ორ დღეში 2500 მოსამართლის და პროკურორის სამსახურიდან გათავისუფლებით თურქეთში მართლმსაჯულების ერთი მეხუთედი ან გათავისუფლდა ან დაკავებულ იქნა. ბოლო ორი წლის განმავლობაში მიმდინარე წმენდის შემდეგ ასეთი ქმედება, სასამართლო სისტემას კიდევ უფრო სერიოზულ კრიზისში აყენებს. სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მოსამართლეებსა და პროკურორებს რა როლი აკისრიათ, ამის შესახებ განცხადება არ გაკეთებულა. 18 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრი იუწყებოდა, რომ 30 გუბერნატორის ჩათვლით 7,877 პოლიციის თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლებული იყო.
ხელისუფლებამ, 17 ივლისის საღამოს, გადატრიალების მცდელობის დაგეგმვის ბრალდებით დაკავებული გენერლების წამების ამსახველი ფოტოების გავრცელების გამო პოლიციას უნდა შეახსენოს, რომ წამება და არასათანადოდ მოპყრობა კატეგორიულად აკრძალულია და დაკავებულების მიმართ არასათანადოდ მოპყრობის ავტორების გამოაშკარავება უნდა უზრუნველყოს.