ევროპარლამენტის ალდე-ს ფრაქციის ლიდერი და ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გი ვერჰოფსტადტი ევროკავშირში ქვეყნების წევრობის ორნაირი სტატუსის შემოღების ინიციატივით გამოდის.
როგორც euroline.ge წერს, ევროპარლამენტარის თქმით, ევროპა უნდა განახლდეს ევროპელი ლიდერების მიერ ბრატისლავას არაფორმალურ ევროსამიტზე, რომელიც ევროკავშირის მომავალს ეხება.
მისი თქმით, უნდა იქნას შემოღებულ ორი სახის წევრობა ქვეყნებისათვის – მთლიანი და ასოცირებული. პირველის შემთხვევაში, წევრ ქვეყნებს მეტი უფლებები და მოვალეობები ექნებათ, ისინი ვალდებულნი იქნებიან მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის სხვადასხვა პოლიტიკებში, ხოლო ასოცირებული წევრები მხოლოდ ერთიანი ბაზრით ისარგებლებენ და შესაბამისად ნაკლები უფლებებიც ექნებათ გადაწყვეტილების მიღებისას.
ვროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტი ბრატისლავაში დღეს გაიმართება.