დღეს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ევროკავშირის არაფორმალური სამიტი იწყება, რომელიც პირველად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გარეშე გაიმართება.
შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ, თუ რა უნდა შეიცვალოს ევროკავშირის პოლიტიკაში ე.წ.ბრექსიტის შემდეგ.
როგორც ევროპული პრესა წერს, ბრატისლავაში ევროკავშირის ლიდერები სავარაუდოდ, იმსჯელებენ ახალი თავდაცვითი კავშირის შექმნაზეც - ეს არის საფრანგეთის და გერმანიის წინადადება, რომლებიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებას უჭერენ მხარს.