”რესპუბლიკელ” დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ”რესპუბლიკელებსა” და ბიძინა ივანიშვილს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე ”ქართული ოცნების” ფუნქციონერებმა არაფერი იცოდნენ”.
”რესპუბლიკელებსა” და ბიძინა ივანიშვილს შორის მიმდინარე ხანგრძლივი მოლაპარაკებების თაობაზე არაფერი იცოდა არც ვოლსკიმ, არც კალაძემ და ”ქართული ოცნების” რომელიმე სხვა ფუნქციონერმა. ”რესპუბლიკელებთან” მოლაპარაკებებს პირადად ივანიშვილი აწარმოებდა. როდესაც მთავრობაში სამი მინისტრი უნდა შეცვლილიყო, ჩვენ ბუნებრივია, ამის შესახებ ვიცოდით. ჩვენი შეთავაზება იყო, რომ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გამხდარიყო. ჩვენ პასუხისმგებლობა უნდა აგვეღო აღმასრულებელ ხელისუფლებაში მნიშვნელოვან პოზიციებზე ან ჩვენ უნდა გავცლოდით ხელისუფლებას. ასეთი ვითარება იყო 2015 წლის მაისის დასაწყისში”, - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.
როგორც ბერძერნიშვილი განმარტავს, ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები ივანიშვილის პოლიტიკურ სივრცეში ჩართული არ იყვნენ. ”ვოლსკი რაღაც აზრებს რომ გამოთქვამს პოსტ-ფაქტუმ, არანაირ საქმის კურსში არ იყო ორი მინისტრი შეიცვლებოდა თუ სამი, ღარიბაშვილის შეცვლა რამდენიმე საათით ადრე გაიგო, როცა ეს რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა. მოკლედ, ის იგნორირებული იყო პოლიტიკური პროცესებისგან. მას და ბევრ სხვას ივანიშვილის ტელეფონიც არ ჰქონდა. ნუ დაიბრალებენ იმას, თითქოს რაღაცეები იცოდნენ”, - აღნიშნა ბერძენიშვილმა.