ცენტრალური საარჩევნო კომისიის ღონისძიებების ანონსი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ღონისძიებების ანონსი

  1.   16 სექტემბერს, 12:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორგანიზებით რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის საარჩევნო საკითხებზე ტრენინგი გაიმართება. ღონისძიებას ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე გახსნის.

   მის.: ვარდების მოედანი N1,

   სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერია''

 

 

                        2.   16 სექტემბერს, 13:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია სოფელ ბაზალეთში მცხოვრებ ხანდაზმულ ამომრჩეველს ამომრჩევლის მონაცემების ბარათს გადასცემს.

 

 

                         3.   16 სექტემბერს, 14:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის  საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ახალი ვებ-გვერდის, ინოვაციური სერვისების და საგრანტო პროექტების 

                     შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართება.

   მის.:  26 მაისის მოედანი N1,

   სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინნ"

 

 

                         4.    16 სექტემბერს, 16:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პატარიძე და სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე მამუკა სამხარაძე ცენტრალური 

                      საარჩევნო კომისიის   თავმჯდომარეს  თამარ ჟვანიას ამომრჩეველთა შესახებ განახლებულ მონაცემებს გადასცემენ. 

    მის.: დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.

    ცენტრალური საარჩევნო კომისია