თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის წინასწარ ცოდნის ბრალდებით დაკავებულ ჟურნალისტ აჰმეთ ალთანს და მის ძმას, აკადემიკოსს მეჰმეთ ალთანს მსოფლიო მასშტაბით ცნობილმა მწერლებმა და აკადემიკოსებმა დიდი მხარდაჭერა გამოუცხადეს.
მსოფლიოში პოპულარულმა 54-მა მწერალმა, აკადემიკოს და ჟურნალისტ აჰმეთ ალთანისა და მეჰმეთ ალთანის დაპატიმრებასთან დაკავშირებით ერთობლივი წერილით თავიანთი პროტესტი გამოხატეს. წერილში, თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ მწერლების წინააღმდეგ მიმდინარე დაშინების კამპანიას ბოლო მოეღოს.
ლიტერატურის დარგში ნობელის ლაურეანტის მფლობელმა მწერლებმა ჯონ მაქსველ კუტზეესა და ფამუკის გარდა, ჯონ ბერგერის, პიტერ ქერის, რასელ ბანკსის, ელენა ფერანტეს, ბრეიტენ ბრეიტენბახის, ალბერტო მანგუელოს, რობერტო სავიანოს, ალისონ ლოუსიე კენედის მსგავსი მსოფლიოში ცნობილი მწერლების მიერ ხელმოწერილ წერილს, ასევე ისტორიის, ეკონომიკის, ხელოვნების ისტორიის, ანთროპოლობიისა და ლიტერატურის მსგავს სფეროებში ცნობილმა აკადემიკოსებმა რომლებიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მუშაობენ და საერთაშორისო გამომცემლების მესაკუთრეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს.
″ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერნი, მსოფლიოს ყველა დემოკრატს, თურქეთით და ახლო აღმოსავლეთის მომავლით დაინტერესებულ ყველას, სადაც თურქეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მოვუწოდებთ, რომ თურქეთის ხელისუფლების მიერ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ თურქეთის ყველაზე ბრწყინვალე მეცნიერისა და მწერლების წინააღმდეგ განხორციელებული დაშინებისა და ზეწოლის კამპანიას წინ აღვუდგეთ.
15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, მთავრობის მიერ დროებით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გასაგებია. თუმცა, წარუმატებელი გადატრიალებისმცდელობა, მაკარტის მსგავსად, კუდიანებზე ნადირობის საბაბად არ უნდა იქნას გამოყენებული და საგანგებო მდგომარეობის დროს ფუნდამენტური უფლებები, მტკიცებულებებთან დაკავშირებით კანონის უზენაესობა და თუნდაც საღი აზრის წესები არ უნდა ირღვეოდეს.
ჩვენ, როგორც მწერლები, აკადემიკოსები და თავისუფალი აზრის გამოხატვის დამცველები, საგანგებო მდგომარეობის წესების გამოყენებით ჩვენთვის ნაცნობი და პატივსაცემი კოლეგების დაპატიმრებება განსაკუთრებით ძალიან გვაწუხებს″ - ნათქვამია მწერალებისა და აკადემიკოსების წერილში.
ძმებმა, აჰმეთ ალთანმა და მეჰმეთ ალთანმა ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში მონაწილეობის დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადეს, რომ საზოგადოების დისკრიმინაცია ხდება ასეთი მიდგომით შესაძლოა ქვეყანაში გადატრიალებაც მოხდეს, ასეთი განაცხადების გამო პროკურატურამ მათ ″გადატრიალების მცდელობის წინასწარ ცოდნის″ ბრალდებით პატიმრობა შეუფარდა.
წყარო: http://www.diken.com.tr/gozaltindaki-altan-kardeslere-dunyadan-destek-mccarthy-tarzi-bir-cadi-avi/